"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ მთავრობა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში თავის პოლიტიკას არ შეცვლის და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული არ გახდება, მინისტრების ცვლილება არანაირ შედეგს არ მოიტანს.
"ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას აქვს თავისი ხედვა სოციალურ-ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების კუთხით. თუკი მთავრობა ჩვენს ხედვებს გაითვალისწინებს და თავის სოციალურ პოლიტიკას გადახედავს, ამას მივესალმებით. თუ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება რაც აქამდე იყო, მაშინ მთავრობა ედპ-ს მხარდაჭერას ბუნებრივია ვერ მიიღებს"- ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრად დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე შეცვალა.
