კერვალიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩრებას ითხოვენ
კერვალიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩრებას ითხოვენ
19:12 15.03.2012
"ცენტრპოინტის" მიერ დაზარალებულები ვიცე–სპიკერ რუსუდან კერვალიშვილისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.

საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრები დღეს "ცენტრპოინტის" მიერ დაზარალებულებს შეხვდნენ.

"დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის" გამგეობის წევრმა, ადვოკატმა მარინე კორძაძემ განაცხადა, რომ კერვალიშვილი დეპუტატობის პერიოდში სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას უკანონოდ იღებდა.

"2010 წელს, როცა რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის წევრი იყო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობდა. ამას კი დეპუტატს მოქმედი კანონმდებლობა უკრძალავს. არსებობს დოკუმენტები, რომელიც კერვალიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ადასტურებს. კერძოდ, ის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ხელს აწერდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ეს საფუძველია იმისა, რომ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუჩერდეს, –– აღნიშნა კორძაძემ.
მისივე თქმით, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ბეჭდვა