საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე სასტუმრო "რედისონში" შეხვედრებს მართავს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური ხვდებიან.
"რედისონში" მიმდინარე შეხვედრას "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" მაგდა ანიკაშვილი ესწრება.
შეხვედრა დახურულია და მის დაწყებამდე მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ვესტერველე თბილისში დელეგაციასთან ერთად დღეს ჩამოვიდა.
