ჯანდაცვის ექს მინისტრი ანდრია ურუშაძე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში შევა.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ უარყოფენ და აცხადებენ, რომ ურუშაძე მომავალში მათი კოლეგა –დეპუტატი გახდება.
დღეს ანდრია ურუშაძე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მინისტრის სავარძელი კი, ყოფილმა ელჩმა შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაიკავა.
