გაბაშვილი– არჩევნები ფულის შეჯიბრად არ უნდა იქცეს
გაბაშვილი– არჩევნები ფულის შეჯიბრად არ უნდა იქცეს
17:25 15.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ფულის შეჯიბრად არ უნდა იქცეს.

"ნიუსპრესთან" საუბარში გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ "პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონი მიღებულია, სადაც გაწერილია რა არის აკრძალული და რა – არა.

აღნიშნული კომენტარი გაბაშვილმა, კონტროლის პალატის ახალ პროკურატურად გარდაქმნის შესახებ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ გააკეთა.

"კონტროლის პალატა თავის ფუნქციას ასრულებს. ვიღაცას კონტროლი თუ არ სიამოვნებს და მიიჩნევს, რომ კანონი ფორმალურად არის მიღებული, სინამდვილეში კი აფიორები და სქემები უნდა დაალაგოს, ასე არ იქნება" – განმარტა გოკა გაბაშვილმა.

მისი თქმით, კონტროლის პალატა თავს არავის მოატყუებინებს, მათ შორის, "ქართულ ოცნებას". "კანონს ყველა უნდა დაექვემდებაროს" – აღნიშნა დეპუტატმა.

ბეჭდვა