თბილისში მყოფ იტალიელ დიზაინერს ჯორჯო ჯუჯაროს და მის ვაჟს ფაბრიციო ჯუჯაროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა იტალიელ სტუმრებს "მარაბდა-კარწახის" რკინიგზის მშენებლობის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზების, განათების სისტემების დიზაინის და მულტიფუნქციური დასვენებისა და მომსახურების ცენტრების პროექტები გააცნო.
იტალიელი სტუმრები საქართველოში მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ და აღნიშნეს, რომ საქართველო თანამშრომლობის კუთხით მათთვის საინტერესო ქვეყანაა და ერთობლივად არაერთ პროექტს განახორციელებენ.
ჯორჯო და ფაბრიციო ჯუჯაროების კომპანია "ჯუჯარო არქიტექტურა"იტალიაში ერთ-ერთი ლიდერი საპროექტო კომპანიაა, რომელიც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის პროექტირებას და დიზაინს ახორციელებს.
