საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 20 მარტს იმსჯელებენ.
სწორედ 20 მარტსაა დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.
მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილების გამო დადგა. მთავრობაში უკვე მეშვიდე მინისტრი შეიცვალა.
დღეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ანდრია ურუშაძე გათავისუფლდა და მის ნაცვლად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა.
საპარლამენტო უმრავლესობა ჭიაბერაშვილს ხვალ შეხვდება.
