"დემოკრატიული მოძრაობა" ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
"დემოკრატიული მოძრაობა" ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
17:04 15.03.2012
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ბელგიელ და ჰოლანდიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, "დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარი ტრაგედიის გამო.

"ჩვენ ვიზიარებთ ბელგიელი და ჰოლანდიელი ხალხის მწუხარებას და თანადგომასა და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს"- აცხადებენ პარტიაში.

ავტოკატასტროფაში, რომელიც შვეიცარიაში მოხდა, ბელგიისა და ჰოლანდიის 28 მოქალაქე, მათ შორის, 22 ბავშვი დაიღუპა.

ბეჭდვა