ბიძინა ივანიშვილი "რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი "რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობას შეხვდა
16:19 15.03.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს "რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობას შეხვდა.

"რადიო თავისუფლების" პრეზიდენტი სტივენ კორნი და ვიცე-პრეზიდენტი ჯულია რაგონა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობით არიან დაინტერესებული.

ივანიშვილი უცხოელ სტუმრებს სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

კოალიციის მხრიდან შეხვედრას "ქართული ოცნების" ლიდერები - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და კახა შარტავა ესწრებოდნენ.




ბეჭდვა