"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა სტუდენტებზე ძალადობას გმობს
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა სტუდენტებზე ძალადობას გმობს
16:12 15.03.2012
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა უნივერსიტეტებში არსებულ თვითმართველობებს ფიქტიურს უწოდებს.
ახალგაზრდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლების მხრიდან სტუდენტებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ.
მათივე განმარტებით, თსუ-ს სამ სტუდენტს ზვიად მამფორიას, გიორგი კობალეიშვილს და ბექა უსტარაშვილს, საკუთარ ბლოგზე ხელისუფლების მიერ შექმნილი კლიშეებისგან განსხვავებული პოზიციის გამო, თვითმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ვგმობთ აღნიშნულ ქმედებას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ე.წ. უნივერსიტეტის თვითმმართველობები ფიქტიურია და რეალურად ნაცმოძრაობის ფილიალებს წარმოადგენენ"- ნათქვამია განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, ხმა აიმაღლონ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ.
გუშინ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის ჩხუბი მოხდა. ახალგაზრდების განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბეჭდვა