ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ თავი პირველ სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია განიხილა.
სხდომა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სამოქმედო გეგმა განიხილეს და სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განსაზღვრეს.
სხდომაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ნარკოდანაშაულის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა.
საკოორდინაციო საბჭოში შედიან იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზაზა გოგავა.
