ბაღათურია– ჭიაბერაშვილს ჯანდაცვაზე წარმოდგენა არა აქვს
ბაღათურია– ჭიაბერაშვილს ჯანდაცვაზე წარმოდგენა არა აქვს
16:01 15.03.2012
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა პრეზიდენტის პირადი ერთგულების მიხედვით მოხდა.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ მიიტაცა ძალაუფლება როცა პარლამენტში შეიჭრა, შემდეგ კი - ჩატარდა არჩევნები, რომელსაც ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა.

"ეს სრულიად უკანონო და გაყალბებული არჩევნები იყო" - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ და დასძინა, რომ ჭიაბერაშვილი მინისტრად სწორედ ამ პირადი ერთგულების გამო დაინიშნა.

"ჭიაბერაშვილი გაუნათლებელი ნამდვილად არ არის, წიგნიერია, მაგრამ ჯანდაცვაზე, სოციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებულ რეალობაზე, წარმოდგენა არა აქვს" - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.


ბეჭდვა