ე.წ. "ატსტუპნიკები" ხვალიდან საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით, შიმშლობის აქციის დაწყებას გეგმავენ.
ამის შესახებ მათ დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.
აქციის ორგანიზატორი პარტია "მომავალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ლაღიძის თქმით, შიმშილობის აქციისთვის "ატსტუპნიკებს" მისი პარტიის ოფისში ოთახი გამოეყოთ.
"თავდაპირველად შიმშილობას 5 კაცი დაიწყებს და მათ სხვებიც შეუერთდებიან. მოშიმშილეთა მოთხოვნაა - ადამიანებს, რომელთაც თანხა გადახდილი აქვთ, უპირობოდ დაუკანონდეთ ფართები" - განუცხადა "ნიუსპრესს" ლაღიძემ.
"ატსტუპნიკების" თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
"ატსტუპნიკებს" საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელი სახლები არა ოფიციალური დოკუმენტით, არამედ მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით აქვთ შეძენილი. მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის, მაშინ მხოლოდ სიტყვიერი შეთახმება იდებოდა.
დღეისთვის დედაქალაქში 40 000-მდე "ატსტუპნიკია".
