მთავრობა პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად, სავარაუდოდ, დღეს შევა.
დღეს 17.00 საათზე პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა, სადაც წინასწარი ინფორმაციით, ამ საკითხზე იქნება მსჯელობა.
მთავრობაში მეშვიდე მინისტრი შეიცვალა, რის გამოც მას ნდობა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გამოუცხადოს.
დღეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ანდრია ურუშაძე გათავისუფლდა და მის ნაცვლად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა.
