პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნას აღნიშნულ სფეროში ახალ ამოცანებს უკავშირებს.
"ბოლო წლებში, ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები იყო - ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, სადაზღვევო სისტემის სრულყოფა, სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ეტაპები დასრულდა და ახალი ამოცანები იწყება. მიღებულია გადაწვეტილება, რომ ეს მიმართულებები თბილისში უფრო გაძლიერდეს და ანდრია ურუშაძე სწორედ ამას გააკეთებს" – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დიპლომატიურ სამსახურში ეფექტურად იმუშავა. შვეიცარიაში ელჩობისას ის საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენდა, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო სააგენტოში, რომელთა ერთ-ერთი მიმართულებაც ჯანდაცვაა.
დღეს პრემიერმა გილაურმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილით ჩაანაცვლა.
