დავით ბაქრაძე თეოფილე III- ს შეხვდა
დავით ბაქრაძე თეოფილე III- ს შეხვდა
14:21 15.03.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III- ს უკვე შეხვდა.
შეხვედრაზე მათ ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე ისაუბრეს.
როგორც ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს მარტივი პროცესი არ არის, რომელიც მალე გადაწყდება.
"ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ მხარს გვიჭერს ისრაელის ხელისუფლება. იერუსალიმის პატრიარქს გავაცანით საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ჯვრის მონასტრის დაბრუნების თაობაზე, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, თეოფილე III-თან ჩვენი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ აუცილებლად გამოიძებნება ფორმა, რომლითაც ჯვრის მონასტრის საქართველოსათვის გადმოცემა მოხდება.
საქართველოს დელეგაციას იერუსალიმის პატრიარქმა საჩუქრად ხატები გადასცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჯვრის მონასტრის მოსანახულებლად გაემგზავრა.

ბეჭდვა