ანდრია ურუშაძე მერის მოადგილედ მუშაობას დღეიდან იწყებს
ანდრია ურუშაძე მერის მოადგილედ მუშაობას დღეიდან იწყებს
14:05 15.03.2012
ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგება.

როგორც "ნიუსპრესს" მერიაში განუცხადეს, ურუშაძე მერიაში სოციალური მიმართულებით იმუშავებს.

მათივე ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო და შესაბამისად, ურუშაძეს ამ პოსტზე არავინ შეუცვლია.

დღეიდან, თბილისის მერს ერთი ვიცე-მერი და სამი მოადგილე ეყოლება.

ჯანდაცის მინისტრის პოსტზე კი - ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშა. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ჭიაბერაშვილის მთავარი ამოცანა სოციალური რეფორმის განხორციელება იქნება.

ბეჭდვა