სტუდენტებმა უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გამართეს
სტუდენტებმა უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გამართეს
14:01 15.03.2012
"თავისუფალ სტუდენტთა კავშირმა" რექტორთან საჯარო შეხვედრის მოთხოვნით, დღეს საპროტესტო აქცია გამართა.
სტუდენტების განცხადებით, აუცილებელია უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის გამოძიება. აქციაში 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
"მესამე კორპუსს დაცვა ჰყავს და ვიდეოთვალია დამონტაჟებული, რომელიც აუცილებლად ჩაიწერდა ჩხუბის ამსახველ კადრებს. მოვითხოვთ ამ კადრების გადმოცემას" - განაცხადა აქციაზე კავშირის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეტრეველმა.
სტუდენტების მოთხოვნებში თვითმმართველობის ფინანსური საქმიანობის განსაჯაროების საკითხიც შედის. სტუდენტების განცხადებით, თვითმმართველობის ხარჯები მილიონ ლარს აღწევს.
მათივე განცხადებით, ამ თანხებით სარგებლობა მხოლოდ თვითმმართველობის სტუდენტებს შეუძლიათ.
გუშინ, უნივერსიტეტის მესამე კორპუსში სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია სამი სტუდენტი.

ბეჭდვა