ჯონდი ბაღათურია ნათია მოგელაძის მოხსნას მოითხოვს
ჯონდი ბაღათურია ნათია მოგელაძის მოხსნას მოითხოვს
13:58 15.03.2012
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს მოუწოდებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, კონტროლის პალატამ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო მოქმედებები და რეპრესიები დაიწყო.

ბაღათურია სოლიდარობას უცხადებს "ქართული ოცნების" და "სახალხო კრების" იმ წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

"ქართული დასის" ლიდერის შეფასებით, კონტროლის პალატა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი გახდა, რადგან მსგავს ფაქტებს 1937 წელს და ფაშისტური გერმანიის დროს ჰქონდა ადგილი.

"ლევან ბეჟაშვილს მოვუწოდებ, დაითხოვის ნათია მოგელაძე თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დატოვოს თანამდებობა" – განაცხადა ბაღათურიამ.

ბეჭდვა