ლეიბორისტები მედიკამენტების მაღალ ფასებს აპროტესტებენ
ლეიბორისტები მედიკამენტების მაღალ ფასებს აპროტესტებენ
13:54 15.03.2012
"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა ქვეყანაში მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასი გააპროტესტეს.

როგორც დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ყოფილ შენობასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, სააფთიაქო ქსელი "ფარმადეპო" ბიძინა ივანიშვილს, ხოლო "ფარმაცენტრი" მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

"ივანიშვილი აფთიაქის 18 ფილიალის მეშვეობით უმოწყალოდ ძარცვავს ჩვენს მოსახლეობას. ივანიშვილი და სააკაშვილი, როგორც ხელისუფლების განაწილებას აპირებენ ერთად, ასევე ფარმაცევტული ბიზნესიც აქვთ განაწილებული და ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან" - განაცხადა შატბერაშვილმა.

ლეიბორისტებმა ბიძინა ივანიშვილისგან მედიკამენტების 50%-ით გაიაფება და შეჭირვებული მოსახლეობისთვის წამლების უფასოდ დარიგება მოითხოვეს.

ბეჭდვა