მთავრობა პარლამენტში დასამტკიცებლად უნდა შევიდეს
მთავრობა პარლამენტში დასამტკიცებლად უნდა შევიდეს
13:40 15.03.2012
მინისტრთა კაბინეტში დღეს უკვე მეშვიდე მინისტრი შეიცვალა, რის გამოც მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 184-მუხლის მიხედვით, პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში, პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

ამჟამად, საქართველოში სულ 19 სამინისტროა. დღევანდელი სამთავრობო ცვლილება კი - მეშვიდეა.

დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.








ბეჭდვა