ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა
ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა
13:20 15.03.2012
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განცხადება უკვე გააკეთა.
ჭიაბერაშვილი აქამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში.
ჭიაბერაშვილმა ამ თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე შეცვალა.

ბეჭდვა