კოალიცია "ქართულ ოცნებას" შესაძლოა, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე შეუერთდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" კოალიციის გაფართოვებას აპირებს.
"თუ როგორი სახით ითანამშრომლებს ჩვენთან გოგი თოფაძე ამჟამად ზუსტდება. დიდი ალბათობაა, რომ "მრეწველების" სახით კოალიციას ახალი წევრი უახლოეს მომავალში შეურთდეს" - განაცხადა ივანიშვილმა დიპლომატებთან დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
