თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 38 წლის ქალბატონი ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონიდან კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა რთულია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რეფერალურ ჰოსპიტალში ამჟამად CO-თი ინტოქსიკაციის დიაგნოზით 3 პაციენტია მკურნალობს. ერთი - 44 ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დანარჩენი 2 კი - მართვით სუნთქვაზე რჩება.
