"ქართული ოცნების" ლიდერებისა და დიპკორპუსის შეხვედრა უკვე დაიწყო
"ქართული ოცნების" ლიდერებისა და დიპკორპუსის შეხვედრა უკვე დაიწყო
11:59 15.03.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა უკვე დაიწყო.
შეხვედრა "ქართული ოცნების ოფისში" დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხვა დიპლომატებთან ერთად, მას NDI-ს წარმომადგენელი ლუის ნავარო და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ესწრებიან.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ კონტროლის პალატის მიერ კოალიციის აქტივისტების დაკითხვის ფაქტებს გააცნობენ.
კომენტარები შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.

ბეჭდვა