საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად ბელგიის 28 მოქალაქე, მათ შორის 22 ბავშვი დაიღუპა.
"განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის, რომ ამ კატასტროფას 22 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბელგიელი ხალხისთვის ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ სამძიმარს უცხადებს და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ თანადგომას გამოხატავს" - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
