ცხინვალში "პრეზიდენტობის კანდიდატები" მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობენ
ცხინვალში "პრეზიდენტობის კანდიდატები" მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობენ
11:44 15.03.2012
ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარება ისევ იძაბება.  ბოლო დღეებში "პრეზიდენტობის კანდიდატები" სახელმწიფოში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობენ. ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა კანდიდატმა სტანისლავ კოჩიევმა გააკეთა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე "აფსნი პრესი" ავრცელებს.
კოჩიევმა არეულობის მცდელობაში ექს-პრეზდენტ ედუარდ კოკოითის გარემოცვის წევრი, ყოფილი გენერალური პროკურორი, პრეზიდენობის კანდიდატი თეიმურაზ ხუგაევი დაადანაშაულა.
მისი განმარტებით, ხუგაევი არც ადრე ერიდებოდა შეიარაღებული დაპირისპირებების გამოწვევას.
კოჩიევის განცხადებით, ცხინვალში, არჩევნების წინ, დაშინების პროცესი დაიწყება, რაც საბოლოოდ, არჩევნების ჩაშლას ისახავს მიზნად.
კოჩიევის თქმით, ცხინვალის უშიშროების საბჭო ვარაუდობს, რომ სწორედ ხუგაევის უწყებასთან მიდის ბიუჯეტიდან მოპარული 800 მილიონი რუბლის კვალი.
ხუგაევს ნეგატიურად პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი დიმიტრი მედოევი ახასიათებს.
როგორც ცნობილია, ცხინვალი ახალ პრეზიდენტს 2012 წლის 13 ნოემბერს აირჩევს.

ბეჭდვა