საია კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს
საია კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს
11:35 15.03.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს გამოიძიონ ჩოხატაურის რაიონში კონტროლის პალატის თანამშრომლის მიერ საიას ადვოკატის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ ჩოხატაურში მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მიღებისას, საიას ადვოკატი გია ქარცივაძე დაცვის თანამშრომლებმა დასაკითხ პირებთან ერთად მკაცრი კონტროლის მეთოდით გაჩხრიკეს.
საიას განცხადების მიხედვით, ქარცივაძეს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გაგა ჩანქსელიანმა დასმული კითხვების ჩაწერის საშუალება არ მისცა. იურისტის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ დასმული კითხვები ოჯახის ბიუჯეტს, ხელისუფლების შეცვლის მეთოდებს და პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობებს შეეხო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გია ქარცივაძის წინააღმდეგ საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელის - გაგა ჩანქსელიანის მიერ ზეწოლა განხორციელდა.
ისინი მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ ს კონტროლის პალატის თანამშრომლების ქმედებები.




ბეჭდვა