ჩერქეზული კულტურის ცენტრი "ჩერქეზული სამზარეულოს დღეს" აღნიშნავს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში თბილისში მცხოვრები ეთნიკური ჩერქეზები რესტორან "პურპურში" მოწვეული სტუმრებისა და მედიის წარმომადგენელების წინაშე ტრადიციულ ჩერქზულ კერძებს მომზადებენ.
აღნიშნული ღონისძიება "ჩერქეზული ენისა და კულტურის დღეების" ფარგლებში იმართება. მისი მიზანია, თბილისში "ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის" აღნიშვნა ტრადიციად დამკვიდრდეს.
