ბიძინა ივანიშვილი გურჯაანში იმყოფებოდა
ბიძინა ივანიშვილი გურჯაანში იმყოფებოდა
10:47 15.03.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გურჯაანში მცხოვრები რიგითი მოქალაქის გიორგი ჩიტაშვილის ოჯახს ესტუმრა.

მასპინძელმა სტუმარს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები გააცნო და კოალიციის ლიდერისგან ქართული სოფლის აღორძინების პირობა მიიღო.

კახეთში სტუმრობისას, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ყვარელში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაც მოილოცა.

ბეჭდვა