"ჯეოსელი" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს
"ჯეოსელი" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს
10:42 15.03.2012
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელი" დღეს 15 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

როგორც "ნიუსპრესს" "ჯეოსელიდან" აცნობეს, დიდ საკონცერტო დარბაზში იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება. "ჯეოსელის" იასამნისფერ საღამოს სპეციალური განათება და ფეიერვერკი - "იასამნისფერი ცა" დაასრულებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "ჯეოსელი" თავის აბონენტებს "იასამნისფერ სიურპრიზს" სთავაზობს. 18 მარტის ჩათვლით "ჯეოსელის" ყველა აბონენტს "იასამნისფერ სიურპრიზში" ჩართვა შეუძლია. საჩუქრების ჩამონათვალში 1 GB მობილური ინტერნეტი, 1000 შMშ და ჯეოსელსა და "ლაილაიზე" 1 საათის სასაუბრო დროა.

დღესვე, ეროვნულ მუზეუმში კომპანიის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია გაიმართება.

კომპანიის დირექტორი ოსმან თურანი და "თელიასონერას" პრეზიდენტი ლარს ნიბერგი 15 წლის მუშაობას შეაჯამებენ და მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენციზე "ჯეოსელის" შესახებ დოკუმენტურ ფილმსაც აჩვენებენ.

ბეჭდვა