სიების დაზუსტების კომისიას და სწავლების ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდება
სიების დაზუსტების კომისიას და სწავლების ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდება
10:36 15.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის დღეს ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

როგორც "ნიუსპრესს" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, ხელმოწერა კომისიის ცენტრალურ ოფისში შედგება.

ხელშეკრულების ფარგლებში, სწავლების ცენტრი პროექტ "კარდაკარში" ჩართულ ტრენერებსა და რეგისტრატორებს მოამზადებს.

სწავლება 19 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მას 11 100 რეგისტრატორი გაივლის.

რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვალს "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში დაიწყო და 7 მარტს დასრულდა.

პროექტი "კარდაკარ"თითოეულ ოჯახში მისვლას და ყველა ამომრჩევლის რეგისტრაციას ითვალისწინებს.


ბეჭდვა