საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
10:22 15.03.2012
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი გუიდო ვესტერველე ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანელ მინისტრს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. საუბარი შეეხება საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვესტერველეს ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ემთხვევა.


ბეჭდვა