დავით ბაქრაძე დღეს იერუსალიმის პატრიარქს შეხვდება
დავით ბაქრაძე დღეს იერუსალიმის პატრიარქს შეხვდება
10:06 15.03.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III –ს ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე სასაუბროდ შეხვდება.  
დღესვე, ბაქრაძე იერუსალიმში ჯვრის მონასტერსაც ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ- მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს.
მათ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე ისაუბრეს.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მზად არიან საქართველოს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაში დახმარება გაუწიონ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს საკითხი თავის კოლეგასთან და ისარელის ქნესეთის წევრებთანაც განიხილა.

ბეჭდვა