პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მიწვევა შეხვედრაზე საქართველოში მოქმედ ყველა ქვეყნის საელჩოს დაეგზავნა.
როგორც "ნიუსპრესს" კოალიციაში განუცხადეს, კოალიციის ლიდერები დიპლომატებს კონტროლის პალატის მიერ "ქართული ოცნების" აქტივისტების მასიურად დაბარებისა და მათთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის ფაქტებზე ინფორმაციას მიაწვდიან.
შეხვედრა დახურული იქნება და ის "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
