კუბლაშვილი – მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა კანონის ფარგლებშია
კუბლაშვილი – მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა კანონის ფარგლებშია
19:10 14.03.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის  ყველა პროცედურა კანონის ფარგლებშია.
"ქართული ოცნების" ხარჯები არ უკავშირდება ამა თუ იმ აქტივობას. მათი დეკლარირება არ ხდება. ასეთ შემთხვევაში კონტროლის პალატა ვალდებულია ეს ინფორმაცია გადაამოწმოს, რასაც აკეთებს კიდეც" – განუცხადა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა.
მისივე შეფასებით, ზოგიერთს ამ საკითხის უტრირება და აჟიოტაჟის გამოწვევა უნდა.
ბოლო დღეებში კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში იბარებს.


ბეჭდვა