კუბლაშვილი – ყველა პარტიის ფინანსები და ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს
კუბლაშვილი – ყველა პარტიის ფინანსები და ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს
18:56 14.03.2012
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის არსი უცვლელი დარჩება და ყველა პარტია ვალდებული იქნება თავისი ფინანსები და ხარჯები გამჭვირვალე გახადოს.  ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის წინ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დაზუსტდება ფორმულირებები, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური გამჭვირვალეობის ამა თუ იმ საკითხს უკავშირდება.
"ამავდროულად, დარღვევებისთვის და კანონის გვერდის ავლისთვის სანქციები მკაცრი იქნება" – განაცხადა კუბლაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკვე მეორედ ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას საქართველოში NDI-ის წარმომადგენელი ლუის ნავარო ესწრება.

ბეჭდვა