პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია კონტროლის პალატის ქმედებებს არაკონსტიტუციურს უწოდებს.
"კონტროლის პალატა პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა. ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები, მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი დამფრთხალია და "ქართული ოცნების ეშინია" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალეობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კანონი "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", რომლის საშუალებითაც კონტროლის პალატა პარტიების ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს, არაკონსტიტუციურია.
"ეს არის ისტერია, რომელიც ამ ხელისუფლებას და სააკაშვილს სჭირს. ეს არის ავტორიტალური რეჟიმის რღვევის ბოლო პერიოდი. ამასაც უნდა გავუძლოთ, ძალიან მალე ამ უსამართლო ხელისუფლებისგან საქართველო გათავისუფლდება" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
