პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვალ შეხვდებიან.
მიწვევა შეხვედრაზე საქართველოში მოქმედ ყველა ქვეყნის საელჩოს დაეგზავნა.
როგორც "ნიუსპრესს" კოალიციაში განუცხადეს, კოალიციის ლიდერები დიპლომატებს კონტროლის პალატის მიერ "ქართული ოცნების" აქტივისტების მასიურად დაბარებისა და მათთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის ფაქტებზე ინფორმაციას მიაწვდიან.
შეხვედრა დახურულია. ის "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 11.00 საათზე დაიწყება.
