სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მთავარ პროკურორს მსჯავრდებულის სავარუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს, დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა აღნიშნული შემთხვევის გასარკვევად.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დიმა ჩხეიძემ და ლევან ლეჟავამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცემის ფაქტის შემდეგ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულების თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება ადვოკატს დაკავშირებოდა და სახალხო დამცველის აპარატში დაერეკა.
