ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების მასობრივ დაკითხვებს წინასაარჩევნო საკანონმდებლო ტერორს უწოდებს.
ამის შესახებ "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სერიოზულ კონკურენეტებს საარჩევნო ასპარეზზე გასვლა ხელ-ფეხ შეკრულებს მოუხდეთ.
ნიკოლაიშვილის თქმით, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მობილური ჯგუფების შექმნაზე მათი არასამთავრობოც ითანამშრომლებს.
"თუ ეს ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლიანობისათვის ბრძოლაში, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვას და მათთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას ყოველდღიურად აკეთებს "- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
რამდენიმე დღეა კონტროლის პალატა რეგიონებში სხვადასხვა პოლიტკური პარტიების მხარდამჭერებს ახსნა-განმარტებებზე იბარებს. დღეს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივით გამოვიდნენ, იურისტებისაგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები შეიქმნას, რომლებიც მოქალაქეებს დახმარებას ადგილზე ჩასვლით გაუწევენ.
