სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები საიდუმლო ხდება
სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები საიდუმლო ხდება
16:59 14.03.2012
სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები სახელმწიფო საიდუმლოება ხდება.
"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში ცვლილება შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ახალი ცვლილებების თანახმად, თავდაცის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან ერთად, შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის მიერ გამოცემული ის აქტებიც გასაიდუმლოვდეს, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთანაა დაკავშირებული.
კანონპროექტის ავტორი უშიშროების საბჭოს აპარატია, ინიციატორი კი - პრეზიდენტი. კანონპროექტის განხილვა საპარლანტო კომიტეტებში მომავალ კვირას დაიწყება.

ბეჭდვა