გიორგი თარგამაძე დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
გიორგი თარგამაძე დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
16:56 14.03.2012
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი, დეპუტატი გიორგი თარგამაძე დიდი ბრიტანეთის  გაერთიანებული სამეფოს ევროპის საქმეთა მინისტრს დევიდ ლიდინგტონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლის პერსპერქტივებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე თარგამაძემ საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და მონიტორინგის პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლების აქტიურად მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც "ნიუსპრესს" "ქრისტიან-დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციიდან აცნობეს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ევროპარლამენტში კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციის მიწვევით იმყოფებიან.

ბეჭდვა