სართიჭალაში სოფლის განვითარების ცენტრის მშენებლობა იგეგმება
სართიჭალაში სოფლის განვითარების ცენტრის მშენებლობა იგეგმება
16:52 14.03.2012
სართიჭალაში სოფლის განვითარების ცენტრი აშენდება. ცენტრის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
სართიჭალაში გამართულ პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე დაესწრნენ.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სართიჭალაში ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და მისი გახსნა ზაფხულის ბოლოს არის დაგეგმილი.
"ჩვენთვის მთავარია ახლოს ვიყოთ ყველა მოქალაქესთან და ყველა ადამიანს განვითარებაში მაქსიმალურად დავეხმაროთ" - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
რამაზ ნოკოლაიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარების და ინფრატრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით, მსგავსი ტიპის ცენტრების მოწყობა საქართველოს 9 სხვადასხვა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მიმდინარეობს.
სოფლის განვითარების ცენტრის პროექტი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ შემუშავდა.
სამინისტროს ცნობით, პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

ბეჭდვა