გაბაშვილი– როგორც კი ოკუპაცია დასრულდება, "ოუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მაშინვე გაუქმდება
გაბაშვილი– როგორც კი ოკუპაცია დასრულდება, "ოუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მაშინვე გაუქმდება
16:42 14.03.2012
საქართველო "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს მაშინვე გააუქმებს, როგორც კი ოკუპაცია დასრულდება და რუსი სამხედროები საქართველოს დატოვებენ. ეს განცხადება  "ნიუსპრესთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადების კომენტირებისას გააკეთა.
,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" არსებობს, რადგან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. სანამ ასეთი რეალობაა, მანამდე იქნება ეს კანონიც. ლავროვს კი, ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე უწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ არ პასუხობს რუსეთი საქართველოს ცალმხრივ შეთავაზებას - ძალის გამოუყენებლობის შესახებ" – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან.


ბეჭდვა