ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სამინისტროების მიერ განსახორციელებელი გეგმების შესახებ ინფორმაცია საიდუმლო გახდება. "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში ცვლილება შედის, რომლის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება ცნობები საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
სახელმწიფო საიდუმლოება იქნება ცნობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, სამინისტროების მიერ განსახორციელებელი გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლის წინასწარ გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
ახალი კანონპროექტის ავტორი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატია, ინიციატორი კი - მთავრობა. კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.
