საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" იურისტები მობილური ჯგუფების საკითხში არასამთავრობო სექტორთან აუცილებლად ითანამშრომლებენ.
ამის შესახებ "ნიუსპრესს"
ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
იურისტებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შექმნის ინიციატივით არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები დღეს გამოვიდნენ. ჯგუფები რეგიონებში კონტროლის პალატის მიერ დასაკითხად დაბარებულ მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას ადგილზე გაუწევენ.
ქუცნაშვილის განცხადებით, ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე მოძრაობის იურისტები კონტროლის პალატის მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მუშაობას ვერ აუდიან.
"კონტროლის პალატა მოძრაობის ყველა მხარდამჭერს, რომელსაც სურვილი აქვს საერთო საქმეს თანხა შესწიროს, თავისთან იბარებს. ხელისუფლებას სურს პოლიტიკურ ძალებს არსებობის საშუალება წაართვას" - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
