თემურ შაშიაშვილი - ბატონო ბიძინა, ნუ გახდებით გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების ბელადი
თემურ შაშიაშვილი -  ბატონო ბიძინა, ნუ გახდებით გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების ბელადი
14:16 14.03.2012
მოძრაობა "თეთრების" ლიდერი, "სახალხო კრების" წევრი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლის ყველაზე დიდი შესაძლებლობა დღეს  ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს აქვს.
"დღეს საქართველოს არა ბელადი, არამედ ძლიერი ლიდერი სჭირდება. ბატონო ბიძინა, ნუ გახდებით გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების ბელადი და დიდ ადამიანურ და ფინანსურ კაპიტალს ამაში ნუ დახარჯავთ" - ეს განცხადება შაშიაშვილმა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გაკეთა.
მისი აზრით, არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება საქართველოსთვის დიდი კატასტროფა იქნება.
შაშიაშვილმა "სახალხო კრებასთან" ივანიშვილის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი ვინც ივანიშვილს შეხვდა გაყოყოჩდა, ხოლო ვინც ვერ შეხვდა, გაბოროტდა.
"არ ვისურვებდი, რომ კონკრეტული პირები წყვეტდნენ თუ ვინ იქნება და ვინ არა ბიძინა ივანიშვილის გვერდით" - დასძინა შაშიაშვილმა.

ბეჭდვა