"ლეიბორისტული პარტია" ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზების გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ.
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ პრესკონფერენციაზე პატარკაციშვილის ოჯახს მიმართა, საქმის გამოსაძიებლად გაერო-ში სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი დააყენონ.
"ბადრის გარდაცვალების შემდეგ, სააკაშვილმა პოლიციის აღლუმზე ოფიციალური მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლონდონში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, ხოლო ამ ოპერაციის ხელმძღვანელ ირაკლი კოდუას სახელმწიფო ჯილდო გადასცა, ივანიშვილმა კი კოდუას ,,გარჯა" 8 მლნ კრედიტად აუნაზღაურა" - განაცხადა ჯიბლაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის სიძულვილი მეცენატ პატარკაციშვილისადმი საყოველთაოდაა ცნობილი. მისივე თქმით, ასევე ცნობილია, როგორ იხსნა ივანიშვილმა "ბანდიტური ხელისუფლება დამხობისაგან".
