"თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვერსია წარმოადგინა
"თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვერსია წარმოადგინა
13:21 14.03.2012
პარტია "თავისუფალმა საქართველომ" საარჩევნო კოდექსში გასათვალისწინებელი საკითხების რამდენიმე პუნქტიანი პაკეტი წარადგინა.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განმარტა, უნდა შეიქმნას მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები; გაუქმდეს პოლიციისა და შეირაღებული ძალების სპეცუბნები; ევროპულმა ორგანიზაციებმა უნდა მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც სიების მონიტორინგის პროცესს დააკვირდებიან; ასევე, უნდა შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის უფლება მინიჭების საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტილების თაობაზე.

გარდა ამისა, პარტია ითხოვს გაიზარდოს ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობის მაქსიმალური ლიმიტი და გაუქმდეს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის რეგულირების უფლებამოსილება, ხოლო პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობას მონიტორინგი ცესკო-მ და სასამართლომ გაუწიოს.

თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა შეუერთდნენ მათ მოთხოვნებს.

"ჩვენ შეგვიძლია ტელე ეთერებში ვიწუწუნოთ იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი არაა. თუ ჩვენი წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციებს არ წარვუდგინეთ შედეგს ვერ მივაღწვეთ" - განაცხადა კახა კუკავამ.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელთა თქმით, მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ხელმოსაწერად ღიაა და მასში გაერთიანება ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას შეუძლია.

ბეჭდვა